თემი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, აერთიანებს ორ სოფელს: ზედა ბზვანი და ქვედა ბზვანი (თემის ცენტრი). მდებარეობს ვანიდან 9 კილომეტრში, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. თემი მოიცავს ტერიტორიას მდინარე ძულუხურასა (სულორის მარჯვენა შენაკადი) და სათავადოს მთიდან ჩრდილოეთით რიონის ჭალებამდე და სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და დაუსახლებელი ტერიტორიის ჩათვლით დაახლოებით 25 კვ. კმ-ს შეადგენს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით თემში ცხოვრობს 1461 ადამიანი.
ზედა ბზვანში აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანის ეპოქის განძი. დგას ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX საუკუნის ეკლესია. ზედა ბზვანში 1985 წელს აღმოჩნდა კარსტული მღვიმე, რომლის სიგრძე 1,2 კმ-ია.
mosaxleoba
აღწერის წელი |
ბზვანის თემი |
ქვედა ბზვანი |
ზედა ბზვანი |
2002 |
2299 |
1529 |
770 |
2014 |
1461 |
1090 |
371 |
pirovnebebi
ბზვანში დაიბადნენ:
კარლო საკანდელიძე - მსახიობი
ლადო ბზვანელი (ნაცვლიშვილი) - ჟურნალისტი და პედაგოგი
წარმოშობით ბზვანიდან იყვნენ:
გურამ ბზვანელი (ტყეშელაშვილი) - კომპოზიტორი
დონი (დავით ნაცვლიშვილი). - მხატვარ-კარიკატურისტი |